ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები 10 მაისიდან სწავლების დასწრებულ ფორმას დაუბრუნდნენ. პანდემიით გამოწვეული ორწლიანი ონლაინ სწავლება დასრულდა. მაღლივი კორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში კვლავ სტუდენტების ხალისიანი ჟრიამულის ხმა დაბრუნდა.